მმართველი გუნდი
ზურაბ ქიტოშვილი
გენერალური დირექტორი
ბიოგრაფია
ზურაბ ქიტოშვილი 2021 წლის მარტიდან იკავებს შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” გენერალური დირექტორის პოზიციას. აღნიშნულ ცვლილებამდე, 2020 წლის პირველი კვარტალიდან ის დაინიშნა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. ჯეო ჰოსპიტალსის მმართველობაში ჩართვამდე, იკავებდა შპს “მტკვარი ენერჯის” ფინანსური დირექტორისა და შპს “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციას. ზურაბ ქიტოშვილის კარიერა დაიწყო დელოიტ საქართელოში, სადაც მან აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება დააგროვა. 12 წლიანი კარიერის განმავლობაში ჩართული იყო ელექტროენერგიისა და გაზის, წიაღისეულის მოპოვების, ჯანდაცვისა დადაზღვევის, საინვესტიციო ქონების განვითარებისა და სხვა სექტორებში მოქმედი მსხვილი ორგანიზაციების მართვის პროცესში.
ზურაბ ქიტოშვილი ფლობს ESM საქართველოს ბაკალავრისა და შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტის მიმართულებით.
კახა გზობავა
კლინიკური დირექტორი
ბიოგრაფია
2019 წლის დეკემბრიდან კახა გზობავა დაინიშნა შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის კლინიკური დირექტორის პოზიციაზე.მისი კარიერის 31 წლიან პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკურ დირექტორად და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო შპს ,,ალსს”-ში ანესთეზია-ინტ თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას. კლინიკური მედიცინის მიმართულებით მუშაობდა: აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ქ. თბილისის N4 საავადმყოფოში, კატასტროფისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურში, აკად. ო.ღუდუშაურის სახ. ესც-ში, თბილისის გულის და სისხლძარღვთა ცენტრში-ექიმ რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის პოზიციებზე. არის ჯანდაცვის სამინისტროს დარგობრივი ექსპერტი, ანესთეზიოლოგია და რეანიმაციაში რეზიდენტურის კურსის ლოკალური ხელმძღვანელი.
განათლება: ქ. თბილისის სახ სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
ინტერნატურა -რეანიმაცია ანესთეზიოლოგიაში.
ნებადართული სპეციალობები: კრიტიკული მედიცინა, ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია, გადაუდებელი მედიცინა.
მაია მაღლაკერიძე-ხომერიკი
საოპერაციო დირექტორი
ბიოგრაფია
მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე. 30 წლიანი სამუშაო კარიერის განმავლობაში აქვს გამოცდილება როგორც კლინიკური მედიცინის მიმართულებით, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მართვისა და სადაზღვევო საქმიანობის დარგში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე: ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი, სადაზღვევო კომპანიაში „ალფა“-ში სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმის კვალიფიკაცია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა, ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.